"ასტონ ვილამ" არგენტინელი ფეხბურთელი სარეკორდო ფასად შეიძინა

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „ნორვიჩ სიტიდან“ შემტევი ნახევარმცველი ემილიანო ბუენდია დაიმატა. ამის შესახებ ინგლისური კლუბი ოფიციალურად იტყობინება.

24 წლის არგენტინელმა სამედიცინო წარმატებით გაიარა და 5-წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. ის „ასტონ ვილას“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

„ვილა პარკელებმა“ ბუენდიას სანაცვლოდ „ნორვიჩს“ 33 მილიონ გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს, რასაც ბონუსის სახით 7 მილიონიც დაემატება.

გასულ სეზონში ემილიანო ბუენდიამ ინგლისის ჩემპიონშიფში 39 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.