ღია კარის დღე არტილერისტთა ოჯახის წევრებისათვის

ღია კარის დღე არტილერისტთა ოჯახის წევრებისათვის

15 მარტი ქართული არტილერიის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით ვაზიანსა და ხონში I და II საარტილერიო ბრიგადების ბაზებზე "ღია კარის" დღები გაიმართება. ქართველ არტილერისტთა ოჯახის წევრებს პირადად შეუძლიათ ქართველ სამხედროებს პროფესიული დღე მიულოცონ და გაეცნონ მათ სამუშაო გარემოს.

ქართველ არტილერისტებს პროფესიულ დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩვენებელი სამხედრო ორკესტრი, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ და ქართული ესტრადის ვარსკვლავებიც მიულოცავენ. ღონისძიებები ვაზიანსა და ხონში I და II საარტილერიო ბრიგადების ბაზებზე გაიმართა.