მესის „ბარსელონასგან“ კონტრაქტის გახანგრძლივების ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია

მესის „ბარსელონასგან“ კონტრაქტის გახანგრძლივების ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია

„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავს, ლიონელ მესის, კლუბის ხელმძღვანელობისგან კონტრაქტის გახანგრძლივების ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია - წერს ესპანური Marca.

წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის გარკვეული მოლაპარაკებები გაიმართა, მაგრამ კონკრეტული, ოფიციალური შეთავაზება კლუბს ჯერ არ გაუკეთებია.

არგენტინელის კონტრაქტს კატალონიურ კლუბთან ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება.