ალეკო ელისაშვილი პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტზე:  ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა

ალეკო ელისაშვილი პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტზე:  ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა

კეთილი ინებე და იმუშავე, აკეთე რისთვისაც ხალხმა მანდატი მოგცა - თან არხეინი ცხოვრება გინდა, ფული გინდა გქონდეს, ხელფასს იღებდე და არაფერს აკეთებდე, გადასარევი სამსახური მოძებნა ზოგიერთმა პარტიამ თავის თავისთვის,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა. ელისაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

„როცა ხალხი გირჩევს, მანდატს გაძლევს და პარლამენტში არ შედიხარ, მაგრამ დაფინანსებას იღებ, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. მართალია ეს წესი 2022 წლიდან გავრცელდება, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ ჩაითვალოს, მაგრამ მე ახლა გავრცელების მომხრეც ვარ. ანუ, რას ნიშნავს, აგირჩიეს, პარლამენტში არ დადიხარ და გეზარება, მაგრამ ფულს იღებ. მაშინ, იმ ფულზე და ხელფასზეც თქვი უარი. ეს იქნება სწორი. ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა,"- განაცხადა ელისაშვილმა.

 

Ninja გეთანხმები 100%
2 წლის უკან
amo დიახ, ესაა ანარქიასთან ბრძოლა. მიდი ალეკო, მიდი!
2 წლის უკან
Katana . . აბა, რა!..
ვის ასარჩევადაც ელექტორატი შეწუხდა, საარჩევნო პუნქტში მივიდა, შემოხაზა მისი გვარი და თვითონ აცხადებს - ნაწყენი ვარ ხელისუფლებაზე, პარლამენტში არ შევალ , მაგრამ ყოველთვე 5 000 ლარი უნდა გადამიხადოთ, იმუნიტეტი შემინარჩუნოთ და მაღალი პენსიაც გარანტირებული უნდა მქონდესო! - რა ჰქვია ასეთ ადამიანს, თუ არა ვიგინდარა?!
და რატომ უნდა უხადოს ბიუჯეტმა ასეთ ვიგინდარას ამხელა ხელფასი, როცა ხალხი 300-400 ლარად კვირაში 6 დღე მუშაობს?!
2 წლის უკან