კატალონიის „ბარსელონაში“ დიდი ცვლილებები იგეგმება. გამოცემა Sport.es-ის ინფორმაციით ესპანური გრანდი გუნდიდან 7 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, კარლეს ალენია, მარტინ ბრაიტვაიტი, ჯუნიორ ფირპო, მირალემ პიანიჩი, სამუელ უმტიტი და მატეუს ფერნანდეში.
აღნიშნული ფეხბურთეებიდან ნაწილი უკვე მოექცა კლუბების ინტერესთა სფეროში. ალენიას დამატება „ვულვერჰემპტონს“, „ვალენსიას“, „გრანადასა“ და „ხეტაფეს“ სურს. ფირპოს კი „ინტერსა“ და „მილანს“ უკავშირებენ. მირალემ პიანიჩი დიდი ალბათობით ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდება.
რაც შეეხება უმტიტსა და ბრაიტვაიტს, მათ კატალონიური გრანდის დატოვება არ სურთ. „ბარსელონა“ ფეხბურთელების გაყიდვის გარდა ხელფასების სერიოზულად შემცირებასაც გეგმავს. მიღებული თანხიდან კი ახალწვეულების დამატებას ეცდება, მათ შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჰიმ სტერლინგი შესაძლოა „ბარსას“ ფეხბურთელი გახდეს.