კარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო

კარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ევროპის ჩემპიონატის წინ ტრავმა მიიღო. ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში კარიმი პირველი ტაიმის ბოლოს დაშავდა და 41-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ შეცვალა.

ბენზემამ მუხლი დაიზიანა, მაგრამ ტრავმის ხარისხი ამ ეტაპზე უცნობია. ამის შესახებ კომენტარი საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გააკეთა:

„კარიმმა მუხლი დაიზიანა. არ გვინდოდა რაიმე სახის რისკზე წავსულიყავით. ახლა მასთან სამედიცინო შტაბი იმყოფება“, - აღნიშნა დიდიემ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საფრანგეთის ნაკრები 15 ივნისს გერმანიას დაუპირისპირდება. საფრანგეთმა ბულგარეთი ანტუან გრიზმანის ულამაზესი გოლით და ოლივიე ჟირუს დუბლით 3:0 დაამარცხა.