თავგადასავლების მოყვარული არქეოლოგზე კიდევ ერთ ახალ ფილმს ვიხილავთ. ინდიანა ჯონსის ფილმების მოყვარულებმა შეიძლება დაივიწყეს ფილმის მეოთხე ნაწილი, მაგრამ ჰოლივუდი გაჩერებას არ გეგმავს და ამჯერად მეხუთე სერიასაც გვთავაზობს.
თუმცა თუკი სამსახიობო ანსამბლს გადავხედავთ, შეიძლება იმედი გაგვიჩნდეს, რომ ამჯერად მაინც ვისიამოვნებთ ახალი ფილმით. რა თქმა უნდა, ინდიანა ჯონსის როლს ისევ ჰარისონ ფორდი შეასრულებს, მასთან ერთად ფილმში ფიბი უოლერ-ბრიჯსა და მედს მიკელსენსაც ვიხილავთ.
გლობალური პანდემიის გამო, ფილმის გადაღება რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, გადაღებები დიდ ბრიტანეთში შემდეგ კვირას იწყება.
ჰარისონ ფორდისგან განსხვავებით, სტივენ სპილბერგი რეჟისორის როლს არ უბრუნდება. მის მაგივრად ფილმს ჯეიმს მენგოლდი გადაიღებს, რომელიც ფილმი Logan-ის რეჟისორია. ფილმის მუსიკას კი ისევ ლეგენდარული კომპოზიტორი ჯონ უილიამსი დაწერს.
მეხუთე ნაწილის სიუჟეტი მაყურებლისთვის ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ ცნობილია პრემიერის თარიღი, რომელიც 2022 წლის 29 ივლისია.
პირველი ფილმი ქარიზმატული არქეოლოგის შესახებ Raiders of the Lost Ark 40 წლის წინ გამოვიდა და ძალიან მალე საკულტო ფილმად იქცა.