„მარსელისა“ და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი, არკადიუშ მილიკი, ტრავმის გამო ევრო 2000-ზე ვერ ითამაშებს - გვამცნობს პოლონეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
27 წლის შემტევი ეროვნული გუნდის შეკრებაზე დაშავდა და ტურნირამდე გამოჯანმრთელებას ვერ შეძლებს. პოლონელთა მთავარი მწვრთნელის, პაულო სოუზას თქმით, ის არ აპირებს მილიკის მაგიერ სხვა ფეხბურთელის გამოძახებას.
პოლონეთის ნაკრების შემადგენლობაში მილიკმა 59 მატჩი ითამაშა და 15 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მილიკი „მარსელის“ ღირსებას იცავს. ის იტალიური „ნაპოლიდანაა“ განათხოვრებული ფრანგულ კლუბში.