51 წლის ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის – ჯენიფერ ლოპესის პირადი ცხოვრება საზოგადოების ყურადღების მიღმა არასდროს რჩება, შესაბამისად, ფანები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს მამაკაცებს, რომელთა გულის მოგებასაც ჯენიფერი უდაო ნიჭითა და არაჩვეულებრივი გარეგნობით შეძლო. ამიტომაც, გავიხსენოთ ვარსკვლავის რვა ყველაზე გახმაურებული რომანი.
ოჯანი ნოა, რომელზეც ჯენიფერმა 1997 წელს მას შემდეგ იქორწინა, რაც ის მაიამის ერთ-ერთ რესტორანში გაიცნო. ნოა მაშინ მომსახურე პერსონალის გუნდის წევრი იყო. წყვილი 1998 წელს განქორწინდა.
P Diddy იგივე შონ კომბსთან ურთიერთობა ჯენიფერმა მას შემდეგ დაასრულა, რაც R&B შემსრულებლის კამპანიის წყალობით კლუბში დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებაში მოჰყვა და მიხვდა, რომ მსგავსი სიუჟეტები მხოლოდ და მხოლოდ მუსიკალურ ვიდეოკლიპებშია საინტერესო.
კრის ჯადთან ქორწინება 2001 წლიდან 2002 წლამდე გაგრძელდა.
ბენ აფლეკთან რომანი ჯენიფერმა ჯადთან დაშორებიდან მალევე დაიწყო, თუმცაღა ქორწილის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე, მათ გადაწყვეტილება შეცვალეს. ბენმა საკუთარი ბედი მალევე სხვა ჯენიფერს – ჯენიფერ გარნერს დაუკავშირა (2003 წ.). თუმცაღა წლების შემდეგ, ახლა -2021 წელს ბენისა და ლოპესის გზები კვლავ გადაიკვეთა.
მარკ ენტონიზე ჯენიფერი 2004 წელს დაქორწინდა. წყვილ 2008 წელს ტყუპები -მაქსი და ემა ეყოლა, თუმცაღა ქორწინება დიდხანს აღარ გაგრძელებულა და 2011 წელს დასრულდა.
კასპერ სმარტს – ახალგაზრდა მოცეკვავეს ჯენიფერმა საკუთარი ბედი ენტონისთან დაშორების შემდეგ დაუკავშირა და ამაში ხელი 18-წლიან ასაკობრივ სხვაობას ნამდვილად არ შეუშლია. წყვილი ერთმანეთს 2016 წელს საბოლოოდ დაშორდა.
კასპერის შემდეგ, მომღერლის რჩეული რეპერი – დრეიკი გახდა, რომელიც ჯენიფერზე 17 წლით არის უმცროსი, თუმცაღა მათმა ურთიერთობამ სულ რაღაც სამ თვეს გასტანა.
ჯენიფერის მომავალი რჩეული ყოფილი სპორტსმენი – ალექს როდრიგესი გახდა და 2018 წელს წყვილმა ნიშნობის შესახებ განაცხადა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ქორწინებამდე არ მისულა და 2020 წლის ზაფხულში ისინი დაშორდნენ.