ბელა ჰადიდის ორეული მოდის ინდუსტრიას იპყრობს

ბელა ჰადიდის ორეული მოდის ინდუსტრიას იპყრობს

ავსტრალიის მოდის კვირეულმა საზოგადოების ყურადღება კიდევ უფრო მეტად დამწყები მოდელის გამო მიიპყრო, რომელიც იზაბელ მატერსი გახლავთ.

IMG Models-თან გაფორმებული კონტრაქტი გოგონას დიდ წარმატებას ჰპირდება, თუმცა ის ფაქტი, რომ მას გარეგნულად ბელა ჰადიდს ამსგავსებენ, პოპულარობის კიდევ ერთი გარანტიაა.

22 წლის მატერსისთვის მოდის კვირეულზე გამოჩენა ერთ-ერთი პირველი წინგადადგმული ნაბიჯია და მასზე უკვე დაწერა ისეთმა ცნობილმა გამოცემამ, როგორიცაა Daily Mail.