ქვეყნის პირველი პირი მიხეილ სააკაშვილი ცნობილ ქართველ მევიოლინე ლიანა ისაკაძეს გამოეხმაურა, რომელმაც გასულ კვირას პრესაში განაცხადა, რომ ბორჯომის პარკის ტერიტორიაზე მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი ატრაქციონის დასამონტაჟებლად ისე გამოიყენეს, რომ მისთვის არავის შეუტყობინებია.
„ბორჯომის პარკი საზოგადოების დასვენების ადგილია. რა ნამუსით უნდა აიღო იქ მიწის ნაკვეთი და კიდევ გაბრაზებული იყო მის გამოყენებაზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ეს საკუთრების უფლების დაცვა კი არა, არამედ მისაკუთრებაა და ხელისუფლება ასეთ ქონებას ვერ დაიცავს. წარსულს ჩაჰბარდა შევარდნაძის ფეოდალური რეჟიმი, როდესაც ერთგულებას საზოგადოებრივ პარკებში ნაკვეების დარიგებით ყიდულობდნენ.
როგორც მოგვიანებით ლიანა ისაკაძემ განაცხადა, ჩამორთმეული მიწის სანაცვლოდ მას სხვა ადგილას მისცეს ნაკვეთი და ხელისუფლებასთან სადავო არაფერი აქვს.