ლონდონის „ტოტენჰემში“ ანტონიო კონტე მთავარ მწვრთნელად არ დაინიშნება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეწყდა.
Sky Sport-ის ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა შემოთავაზებული პროექტი დაიწუნა. კონტეს სურდა, რომ „მამლებს“ პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის ებრძოლათ, მაგრამ როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ ამაში ვერ დაარწმუნა.
ამიტომაც, ანტონიომ „ტოტენჰემის“ გაწვრთნაზე უარი განაცხადა და სხვა წინადადებებს ელოდება.
შეგახსენებთ, ანტონიო კონტემ მილანის „ინტერი“ ერთი კვირის წინ დატოვა. მას თავდაპირველად მადრიდის „რეალსაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ „სამეფო კლუბი“ კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა.