კარლოს ტევესმა „ბოკა ხუნიორსი“ დატოვა. 37 წლის ფეხბურთელმა კლუბიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად გაავრცელა და თქვა, რომ ასეთი დონის კლუბში სათამაშოდ მზად აღარ არის.
„ბოკაში“ საჭიროა საუკეთესო თვისებები აჩვენო და მენტალურად მე ამის გაკეთება აღარ შემიძლია. მე „ბოკას“ გულშემატკივრად დავიბადე და ასე მოვკვდები. ჩემი სისხილი არ არის წითელი, არამედ ყვითელი და ლურჯია“, - თქვა ტევესმა.
შეგახსენებთ, კარლოს ტევესმა „ბოკა ხუნიორსში“ კარიერის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში ითამაშა და 10 ტიტული მოიგო, მათ შორის, ლიბერტადორესის თასი და საკონინენტთაშორისო თასი. არგენტინულ გუნდში მან 2001-2005, 205-2016 და 2017-2021 წლებში ითამაშა. გარდა ამისა, ტევესი „კორინთიანსის“, „ვესტ ჰემის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „მანჩესტერ სიტის“, „იუვენტუსის“ და „შანხაი შენჰუას“ ღირსებას იცავდა.