ლივერპულის „ევერტონი“ ანდრეა პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას განიხილავს. ბრიტანული მედიის ცნობით, ინგლისურ კლუბსა და იტალიელ სპეციალისტს შორის კონტაქტი უკვე შედგა.
„ევერტონი“ კარლო ანჩელოტის შემცვლელს ეძებს, რომელიც მადრიდის „რეალში“ წავიდა, პირლო კი „იუვენტუსიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია.
ლივერპულელებს სხვა ვარიანტებიც აქვთ და არჩევანს უახლოეს ხანებში გააკეთებენ.
შეგახსენებთ, ანდრეა პირლომ გასულ სეზონში, რომელიც მისთვის სადებიუტო იყო, „იუვენტუსს“ იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოაგებინა.