(იბეჭდება შემოკლებით)
კობა დავითაშვილი:
„სამწუხაროდ, არანაირი შეთქმულება არ მზადდებოდა, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ მომზადებულიყო.
ირაკლი ოქრუაშვილი ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ოქრუაშვილთან არაერთი კითხვა გამაჩნია.
ეტყობა, ჩემთან ამიტომაც არ უნდა შეხვედრა, იცის, რომ ამ შეკითხვებს დავსვამ.
მთავარი კითხვა, რაც მას უნდა დაუსვათ, ასეთია - ძალიან კარგი, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა შევცვალოთ, მაგრამ დავუშვათ, შენ გახდი ამ ქვეყნის ხელმძღვანელი, იმავეს არ გააკეთებ, რასაც გენერალური პროკურორობის, შინაგან საქმეთა მინისტრობისა და თავდაცვის მინისტრობისას აკეთებდი?
ამაზე ნათელი პასუხი არაა, რადგან მსოფლიო ისტორიაში მხოლოდ ერთი შემთხვევა ვიცი, როცა სავლე პავლედ იქცა.“