აგუეროს მამა:

აგუეროს მამა: "გვარდიოლას არ მჯერა"

სერხიო აგუეროს მამამ ლეონელ დე კასტილიომ განაცხადა, რომ მას პეპ გვარდიოლასი არ სჯერა. ესპანელმა სპეციალისტმა აგუეროს ბოლო საშინაო მატჩის შემდეგ იტირა, თუმცა, ფეხბურთელის მამა მიიჩნევს, რომ ის გულწრფელი არ იყო.

„გვარდიოლასი არ მჯერა. მას არასდროს სურდა გუნდში სერხიოს ყოლა, რადგან უნდოდა, რომ აბსოლუტური გმირი თვითონ ყოფილიყო. ბოლო მომენტამდე „ტოტენჰემი“, „არსენალი“ და „ჩელსი“ დაინტერესებულნი იყვნენ და გარდა ამისა, იტალიაში წასვლაც შეეძლო“, - თქვა არგენტინელის მამამ.

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერო „მანჩესტერ სიტიში“ 2011-2021 წლებში თამაშობდა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. კუნმა რამდენიმე დღის წინ „ბარსელონასთან“ ორწლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.