შერმადინის 11 ქულა და

შერმადინის 11 ქულა და "ლენოვო ტენერიფე" ლიგა ენდესას ნახევარფინალში

ესპანეთის ლიგა ენდესას ნახევარფინალში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ ითამაშებს. ქართველი ცენტრის გუნდმა მეოთხედფინალში თად მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსს“ სერია მშრალად, 2:0 მოუგო.

მეორე შეხვედრა კანარიელებმა ადვილად, 92:68 მოიგეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის მერე 6 ქულით აგებდნენ. მესამე და მეოთხე პერიოდში „ტენერიფემ“ მეტოქე გაანადგურა და გამარჯვება იზეიმა.

გიორგი შერმადინმა 27:18 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიცინეტი 21-ს გაუტოლდა. ქართველი ცენტრი ამ მაჩვენებლით მხოლოდ მარსელინო უერტასს ჩამორჩა (28).

თად მაკფადენმა 20:47 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 10 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი შესძინა საკუთარ გუნდს, რომელიც მარცხისგან ვერ იხსნა.

„ლენოვო ტენერიფე“ ნახევარფინალშია, სადაც „ბარსელონასა“ და „ჟუვენტუტს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.