საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებისთვის წლის პირველი ამხანაგური მატჩი რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე გაიმართა.
გოლები რუმინეთის ნაკრების კარში გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს.