ევრო 2020-ზე თურქებს ყველაზე ახალგაზრდა ნაკრები ეყოლებათ, შვედებს - ყველაზე ასაკოვანი

ევრო 2020-ზე თურქებს ყველაზე ახალგაზრდა ნაკრები ეყოლებათ, შვედებს - ყველაზე ასაკოვანი

ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ, რომელიც 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება, ანალიტიკურმა პორტალმა, Gracenote, ტვიტერში გამოკვლევების შედეგად, ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა და ასაკიანი ნაკრებების ვინაობა გამოაქვეყნა.

ამრიგად, ევრო 2020-ზე ყველაზე ახალგაზრდა გუნდი თურქებს ეყოლებათ, რომელთა საშუალო ასაკი 24 წელი და 352 დღეა. ხოლო შვედები ყველაზე „ბებერი“ ნაკრებით წარსდგებიან - 29 წელი და 65 დღე.