ანჩელოტი: „ბეილს შეუძლია შესანიშნავი სეზონი ჩაატაროს „რეალში“

ანჩელოტი: „ბეილს შეუძლია შესანიშნავი სეზონი ჩაატაროს „რეალში“

61 წლის იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი, რომელიც კვლავ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, ჟურნალისტებს უელსელი ვარსკვლავის, გარეთ ბეილის შესახებ ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბეილმა გასული სეზონი „ტოტენჰემში“ გაატარა იჯარის წესით.

„გარეთი პრემიერლიგაში ცოტას თამაშობდა. თუმცა, გოლები მაინც გაჰქონდა. ეფექტური გახლდათ სეზონის ბოლოს, როცა სტაბილურად ათამაშდა. მას კარგად ვიცნობ და თუ მოინდომა, შეუძლია „რეალში“ შესანიშნავი სეზონი ჩაატაროს. ამაში ეჭვი არ მეპარება.“ - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Daily Mail.