"ბარსელონამ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა

კატალონიის „ბარსელონას“ მესამე ახალწვეული ჰყავს - ემერსონ როიალი. ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბლაუგრანას“ ბოლო ორი სეზონი სევილიის „ბეტისში“ ჰყავდა განათხოვრებული და უკან დაიბრუნა.

22 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 34 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო მთლიანობაში ანდალუსიელთა მაისურით 79 შეხვედრაში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.

ემერსონი სერხიო აგუეროსა და ერიკ გარსიას შემდეგ „ბარსას“ მესამე ახალწვეულია ბოლო სამი დღის განმავლობაში.