კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ მადრიდის „რეალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მადრიდის „რეალსა“ და კარლო ანჩელოტის შორის ხელშეკრულება ოფიციალურად 2 ივნისს გაფორმდება.

2013-2015 წლებში კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა. მადრიდის „რეალთან“ ერთად კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.