„ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი პოზიცია აქვს, მე ვაპირებ, უახლოეს ორ დღეში ჩემი პოლიტიკური პარტიის სახელით ამომწურავი პასუხები გავცე კითხვებს“

„ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი პოზიცია აქვს, მე ვაპირებ, უახლოეს ორ დღეში ჩემი პოლიტიკური პარტიის სახელით ამომწურავი პასუხები გავცე კითხვებს“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7-თვიანი ბოიკოტი შეწყვიტა, ქუჩის „პარლამენტს“ საკანონმდებლო ორგანო ამჯობინა და სამუშაოდ იქ შევიდა. თუმცა, ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ და პარლამენტში მუშაობა ისე სურთ.

რატომ შეწყვიტეს 7-თვიანი ბოიკოტი, რატომ უგულებელყოფენ შარლ მიშელის დოკუმენტს, ამ და სხვა თემებზე for.ge-ს „ნაციონალური მოძრაობის“ სიის 30-ე ნომერი და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე ესაუბრა.

7-თვიანი ბოიკოტი დასრულდა და „ნაციონალური მოძრაობა“  პარლამენტში შევიდა. თუმცა, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერთ. ამას რითი ახსნით?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი პოზიცია აქვს, ისევე როგორც გაერთიანებულ ბლოკს „ძალა ერთობაშია“ შემავალ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ცალკეულ დეპუტატებს. მე, როგორც მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე, რომელიც ბლოკში შემავალი სუბექტი ვარ, ვაპირებ, რომ უახლოეს ორ დღეში პრესკონფერენცია გავმართო და უკვე პოლიტიკური პარტიის სახელით ამომწურავი პასუხები გავცე. იქამდე კონსულტაციებს კოლეგებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ვმართავ.

კონკრეტულად რა საკითხებთან დაკავშირებით მართავთ კონსულტაციებს?

- ყველა მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის საპარლამენტო კონფიგურაციებთან დაკავშირებითაც.

რამ გადაგაწყვეტინათ 7-თვიანი ბოიკოტის დასრულება, უკავშირდება ეს ნიკა მელიას უკრაინაში ვიზიტს მიხეილ სააკაშვილთან?

- ჩვენი პარლამენტში შესვლა ნაკარნახევი იყო იმ პოლიტიკური ვითარებიდან, რომელიც ქვეყანაში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ შეიქმნა. მინდა აღვნიშნო, რომ პაუზა მქონდა აღებული და ამ თვეების განმავლობაში სოფელში ვიმყოფებოდი. რამდენიმე დღეა რაც თბილისში დავბრუნდი და კოლეგებისაგან პასუხების მიღებას ვცდილობ.

რატომ გქონდათ პოლიტიკური პაუზა აღებული?

- მე მინდა, რომ თუნდაც თქვენ ამომწურავი ინტერვიუ მოგცეთ, რომელიც უფრო ღრმა და შინაარსობრივი იქნება. რამდენიმე დღე დავიცადოთ და უფრო დაწვრილებით შემდეგ ვისაუბრებ - ბოიკოტის ავკარგიანობაზე, პარლამენტში შესვლის ავკარგიანობაზე და ა.შ.

პარლამენტში შეხვედით, მაგრამ როდესაც შარლ მიშელის დოკომენტს ხელს არ აწერთ, საკანონმდებლო ორგანოში ვერ მიიღებთ მონაწილეობას, სხვადასხვა რეფორმების განხორციელებაში...

- ირაკლი კობახიძის განცხადება ნამდვილად არასასურველი იყო. მის ადგილას ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, რადგან ეს იყო მუქარა საპარლამენტო თანამდებობების გამორიცხვის შესახებ. პირადად, მე ამგვარ საკითხებს სერიოზულად არ ვეკიდები და საპარალმენტო თანამდებობების დიდი ინტერესიც არ მაქვს.

თუ საპარლამენტო თანამდებობის სურვილი არ გაქვთ, მაშინ პარლამენტში რატომ შეხვედით?

- საქართველოს პარლამენტს აქვს განსაზღვრული კონსტიტუციურად უფლება-მოვალეობები. ამიტომ, ნიკა მაჭუტაძე პარლამენტში ხალხის სამსახურში იქნება.

დადგება ის დღე, რომ შალრ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერთ?

- ამ საკითხზე ჯერჯერობით ვერ გიპასუხებთ.

რატომღაც ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკურ დაბრუნებას დაამთხვიეთ  თქვენი პარლამენტში შესვლა. ამას როგორ ახსნით?

- გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარუნება და ჩვენი მხრიდან ბოიკოტის შეწყვეტა არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან.

მას კონკურენტად აღიქვამთ?

- რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პარტია ერთმანეთის კონკურენტია იქამდე, ვიდრე არ მოხდება გარკვეული ტიპის კოორდინაცია, მაგალითად ბლოკი თუ ჩამოყალიბდა. თუმცა, ბატონ გიორგი გახარიასთან და მის პარტიასთან კოალიცია წარმოუდგენელია.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შეხვედით, დღესაც თვლით, რომ არჩევნები გაყალბდა?

- რასაკვირველია, 2020 წლის არჩევნებზე საბედისწერო ჩარევა იყო, რომელმაც არჩევნების შედეგებზე დიდწილად გავლენა მოახდინა. ეს მარტო ჩემი სიტყვები არ არის, ამას იმეორებს ისიც, ვინც წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორს საქართველოში.

 

Maverick ვეთანხმები, რომ 2020 წ. არჩევნები გაყალბდა!

ჩემ პირადი გონივრულ ეჭვში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უპასუხისმგებლო ქოცმ-არიაჟ-მანაცმიდრეკილებმა ქოცარასტულმა V კოლონამ, ხმები გადაუნაწილა ნაცარასტებს!
2 წლის უკან
Maverick ვეთანხმები, რომ 2020 წ. არჩევნები გაყალბდა!

ჩემ პირადი გონივრულ ეჭვში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უპასუხისმგებლო ქოც-მარიაჟ-ნაცმიდრეკილმა ქოცარასტულმა V კოლონამ, ხმები გადაუნაწილა ნაცარასტებს!
2 წლის უკან