„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა, არტურ რამოსმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, კლუბი დატოვოს - გვამცნობს Calciomercato.com.
წყაროს ინფორმაციით, ტურინულ კლუბში უკმაყოფილოები არიან 23 წლის ბრაზილიელის გარჯით. გაუთავებელი ტრავმების გარდა, ხელმძღვანელობას მისი მინდორსგარეთა ქცევა აღელვებს.
არტურისადმი ინტერესს „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენს, თუმცა ის პარიზელთა პრიორიტეტული მიზანი არ არის.
არტური „ბარსელონადან“ „იუვენტუსში“ შარშან ზაფხულს გადავიდა.