ლონდონის „ჩელსის“ მცველმა ტიაგო სილვამ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება მისთვის წარმოუდგენელი მიღწევაა, განსაკუთრებით „პარი სენ ჟერმენში“ განცდილი წნეხის გამო.
როგორც ბრაზილიელმა თქვა, პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგაზე ყოველი წარუმატებლობა მას ბრალდებოდა.
„ეს ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, დაუვიწყარი და წარმოუდგენელი. ტრავმის შემდეგ მომენტის დატოვება გამიჭირდა, მაგრამ გუნდი თავს კარგად იცავდა. ვიტანჯეთ და მოვიგეთ. ჩემთვის ეს განსაკუთრებული გამარჯვებაა განსაკუთრებით პარიზში განცდილი წნეხისთვის.
ყოველთვის, როცა პსჟ ჩემპიონთა ლიგიდან ვარდებოდა, ხალხი დამნაშავეს ეძებდა და ეს ყოველთვის მე ვიყავი. იმედი მაქვს, რომ მომავალში შეძლებენ ამ ტურნირის მოგებას, რადგან პარიზში ბევრი მეგობარი დავტოვე“, - აღნიშნა ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ, ტიაგო სილვა „ჩელსის“ 2020 წელს შეუერთდა და 34 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ბრაზილიელ მცველს ლონდონელები კონტრაქტს დიდი ალბათობით უახლოეს ხანში გაუხანგრძლივებენ.