ცნობილი გახდა სომეხი ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანის ახალი კონტრაქტის წვრილმანები, რომელსაც ის ამ დღეებში მოაწერს ხელს „რომასთან.“
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ტვიტერში წერს, რომ რომაულ კლუბთან მხითარიანის ახალი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი. ჯამაგირად კი წელიწადში 4,5 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს ბონუსები.
მხითარიანს „რომას“ დატოვება მას შემდეგ უნდოდა, რაც კლუბის მთავარ მწვთნელად ჟოზე მოურინიუ დაინიშნა. ჰენრიხს პორტუგალიელთან „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყოფნისას მოუვიდა უსიამოვნება.
მაგრამ, შემდეგ წასვლა გადაიფიქრა და კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. მიმდინარე კონტრაქტს კი წლეულს ზაფხულში ეწურებოდა ვადა.