„ჩელსის“ მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს, კლუბთან კონტრაქტი ავტომატურად გაუგრძელდა - გვამცნობს Bild.
წყაროს ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტის „არისტოკრატებთან“ არსებული თავდაპირველი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე იყო გათვლილი, მაგრამ მასში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა 2024 წლამდე. ასე რომ, ჰერ ტომასი ოჯახთან ერთად, მშვიდი გულით, ადრე გაემგზავრა სამოგზაუროდ.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 29 მაისს, „ჩელსიმ“ 1:0 დაამარცხა „მანჩესტერ სიტი.“ ერთადერთი გოლი ასევე გერმანელმა კაი ჰავერცმა გაიტანა.