ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მეორე წრეში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მეორე წრეში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოგებით დაიწყო როლან გაროსი. მსოფლიოს 31-ე ჩოგანმა ორ საათსა და რვა წუთში ოთხ სეტში მოუგო სერბ დუშან ლაიოვიჩს – 6:4, 6:3, 0:6, 6:2.

მეორე წრეში ბასილაშვილი ესპანელებს – კარლოს ალკარასსა (97-ე ნომერი) და ბერნაბე საპატა მირალიესს (128) შორის მოგებულს შეხვდება.