პიოლი

პიოლი "მილანის" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაზე: "მძინარე მზუთუნახავი სახლში გაიღვიძებს"

იტალიურმა „მილანმა“ დიდი ხნის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მოახერხა და ამაში მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის დიდი წვლილი აქვს შეტანილი. იტალიელმა თქვა, რომ მძინარე მზეთუნახავი სახლში დაბრუნდა - „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე.

„მძინარე მზუთუნახავი თავის სახლში გაიღვიძებს. ყველაზე დიდი კლუბების გარემოცვაში. „ატალანტასთან“ თამაშამდე ვკითხე ბიჭებს: კიდევ გსურთ თამაში „რიუ ავესთან“ თუ ახლა „მანჩესტერ სიტისთან“, პსჟ-სთან და „ბაიერნთან“? ცოტა უცნაურია, რომ იტალიის ვიცე-ჩემპიონები მეოთხე კალათაში ვიქნებით. მაგრამ გვინდა გავიზარდოთ. საუკეთესოებთან თამაში ამაში გეხმარება.

დონარუმა? სამაგალითო პროფესიონალია, მოედანზე ორიენტირებული. შეიძლება მოლაპარაკებები არ შედგეს, ეს ხდება. ჩვენ მადლობას ვუხდით ერთმანეთს და ეს არის გულწრფელი ურთიერთობა. მას ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ.

სამწუხაროა, რომ სეზონის განმავლობაში მარიო მანჯუკიჩს ტრავმები ჰქონდა, რომელიც ზლატანის ალტერნატივა იყო. იბრა ყველა თამაშის ჩატარებას ვერ შეძლებს. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ნაკლებად მძიმეა, რადგან მატჩები ხუთშაბათს არ გვექნება, მაგრამ მეოთხე თავდამსხმელის დამატება გვინდა.

სუპერლიგა? მერიტოკრატია არის სპორტის საფუძველი, მაგრამ უეფამ და ფიფამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, რატომ მოინდომეს მნიშვნელოვანმა კლუბებმა განცალკევება. ეს ნიშნავს, რომ ჩავარდნილია“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „მილანი“ ბოლოს 2013-2014 წლების სეზონში თამაშობდა. მომდევნო სეზონის წილისყრისას კი „როსონერი“ ბოლო, მეოთხე კალათაში იქნება განთესილი.