ფრანგული „მეცისა“ და ბელგიური „სერენის“ სპორტულმა დირექტორმა ფილიპ გაილომ გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი მზადაა საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშოს.
„წარსულს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და აქცენტი მომავალ სეზონზე გავაკეთოთ. ეს იყო ბრწყინვალე კამპანია, რომელიც აღზევებით დასრულდა და ახლა მიზანია იუპილერ ლიგაშიც კონკურენტუნარიანები ვიყოთ. პროექტზე უარი არ უნდა ვთქვათ, შეგვიძლია „სერენში“ ისეთი ფეხბურთელებიც გავუშვათ, რომელთაც „მეცში“ ლიგა 1-ში თამაშის გამოცდილება აქვთ. მიქაუტაძე მზადაა „სერენში“ გატარებული 1 წლის შემდეგ „მეცში და ლიგა 1-ში ითამაშოს“, - თქვა გაილომ.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ გასული სეზონი „სერენში“ გაატარა, რომლის მაისურით 22 გოლი გაიტანა და ბელგიის უმაღლეს დივიზიონში აღზევებაში დიდი წვლილი შეიტანა. ის კონტრაქტით „მეცს“ ეკუთვნის და დიდი შანსია მომდევნო სეზონი ლიგა 1-ში გაატაროს. გიორგი ამჟამად საქართველოს ნაკრებში შეკრებაზე იმყოფება.