მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა სამეფო კლუბიდან წასვლის მიზეზი განმარტა. ამის შესახებ AFP წერს. ზინედინ ზიდანმა აღნიშნა, რომ „რეალის“ მხრიდან მხარდაჭერას აღარ გრძნობდა.
„მივდივარ, იმიტომ რომ ვგრძნობ, რომ კლუბს ჩემი აღარ სწამს. არც იმ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რომელიც რაიმე გრძელვადიანის შესაქმნელად არის საჭირო. თუ ვერ იგებ, უნდა წახვიდე. მაგრამ პატივისცემა მინდოდა იმის მიმართ, რასაც ერთად მივაღწიეთ“, - განაცხადა ზიდანმა.
ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 27 მაისს დატოვა.