თორნიკე შენგელიას „ცსკა“ ევროლიგის ფინალში ვერ გავიდა

თორნიკე შენგელიას „ცსკა“ ევროლიგის ფინალში ვერ გავიდა

თორნიკე შენგელიას „ცსკა“ ევროლიგის ფინალში ვერ გავიდა. ქართველი კალათბურთელის კლუბი ნახევარფინალში „ანადოლუ ეფესთან“ 86:89 დამარცხდა და ახლა მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 24:02 წუთი გაატარა, მისმა მონაგარმა კი 10 ქულა და 7 მოხსნა შეადგინა.

ფინალში 30 მაისს „ანადოლუ ეფესი“ „ბარსელონას“ შეხვდება, შენგელია და „ცსკა“ კი მესამე ადგილისთვის „ოლიმპია მილანოს“ გაეჯიბრება.