საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ბერძნულმა მედიამ ათენის „პანათინაიკოსს“ დაუკავშირა. 29 წლის ფეხბურთელს „ანორთოსისთან“ კონტრაქტი ამოწურა და ახალ გუნდს ეძებს.
ფამაგუსტელთა წარმომადგენლებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ მისი შენარჩუნება სურდათ, მაგრამ ფეხბურთელს კარიერის უფრო მაღალ დონეზე გაგრძელება სურდათ. როგორც ბერძნული პრესა წერს, „პანათინაიკოსის“ მთავარი მწვრთნელი ივან იოვანოვიჩი შეტევის ფლანგის გაძლიერებას ეშურება და მას ოქრიაშვილი შესთავაზეს.
შეგახსენებთ, ოქრიაშვილი „ანორთოსისში“ 2019 წლიდან თამაშობდა და გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა. თორნიკეს კარიერის განმავლობაში „გაგრაში“, „მარიუპოლში“, „ჩერნომორეცში“, „გენკში“, „ესკიშეჰირსპორსა“ და „კრასნოდარში“ უთამაშია.
„პანათინაიკოსი“ ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი გრანდია და საბერძნეთის ჩემპიონი 20-ჯერ გახდა, მაგრამ ბოლოს 2010 წელს. უკანასკნელ ხანს კრიზისული პერიოდი უდგას და გასულ სეზონში მეექვსე პოზიცია დაიკავა.