29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანელ ნურია პარისა დიასს ორ სეტში, 6:3, 6:4 აჯობა და საფრანგეთის ღია პირველობაზე გამოსვლის უფლება კარიერაში პირველად მოიპოვა.
შეხვედრა საათ-ნახევარი გაგრძელდა და გორგოძემ ცხრიდან შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავისი მოწოდება კი ოთხჯერ დათმო. ესპანელ მეტოქესთან შეხვედრამდე, ქართველმა სპორტსმენმა მექსიკელ სარასუას და ბულგარელ კოსტოვას მოუგო.
როლან გაროსის ძირითად ბადეში მსოფლიო რეიტინგში 222-ე პოზიციაზე მყოფი გორგოძის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.