„20 ივნისის ამნისტია თუკი ვინმეს არ უნდა შეეხოს, ეს არის სწორედ ნიკა მელია, მისი მოწოდების შემდეგ დაზიანდნენ ადამიანები, დაკარგეს თვალი“

„20 ივნისის ამნისტია თუკი ვინმეს არ უნდა შეეხოს, ეს არის სწორედ ნიკა მელია, მისი მოწოდების შემდეგ დაზიანდნენ ადამიანები, დაკარგეს თვალი“

„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას ინიციატივამ, 20 ივნისის მოვლენების მსგავსად, ამნისტია გამოცხადდეს 7 ნოემბერთან და 26 მაისთან მიმართებით, კვლავ გამოაცოცხლა საქართველოს ისტორიის მძიმე ფურცლები.

მართალია, პოლიტიკოსთა ნაწილი იმის მომხრე არ არის, დავიწყოთ წარსულის ქექვა, 20 ივნისის, 7 ნოემბრის და სხვა თარიღების შედარება, მაგრამ მმართველი გუნდი და ნაციონალები ერთმანეთს აბრალებენ, რომელი უფრო სისხლიანი თარიღი იყო - 7 ნოემბერი, 26 მაისი, თუ 20 ივნისი.

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ წარმოუდგენელია, ვინმემ ეს სამი თარიღი ერთმანეთს შეადაროს, რადგან წინა ორ შემთხვევაში იყო პირდაპირი მიზანი ხალხის შეშინების, დაზიანების, მოკვლის. სოზარ სუბარიც ფიქრობს, რომ 20 ივნისის შედარება 7 ნოემბერთან და 26 მაისთან აბსოლუტურად შეუძლებელია. ირაკლი კობახიძის თქმით კი, 7 ნოემბერს და 20 ივნისს „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლების უზრუპაციას ცდილობდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ 20 ივნისს მუდმივად იყო მცდელობა, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, გაეიგივებინათ 20 ივნისი ორ უმძიმეს თარიღთან ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - 7 ნოემბერთან და 26 მაისთან. თუმცა ამ თარიღების გაიგივება თვისობრივად ვერ მოხდება, რადგან 7 ნოემბერს მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბია ხელისუფლებამ, დაარბია დამოუკიდებელი ტელევიზია…

„ორჯერ დაშალა მიტინგი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინ, როცა არანაირი საფრთხე არც პარლამენტის შენობას, არც რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუციას არ ემუქრებოდა. ყველას გვახსოვს, ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით ფილმიც გადაიღეს, საქმეებიც აღძრეს, მაგრამ არაფერი არ დადასტურდა, რადგან არც არაფერი არ ყოფილა. კიდევ უფრო მძიმე იყო 26 მაისის ტრაგედია იმ თვალსაზრისით, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე დღეს იქ „ნაციონალურ მოძრაობას“ აღლუმი უნდა ჩაეტარებინა, სასიკვდილოდ გაიმეტეს, თვალიც დაკარგეს მაშინ, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, 800-ზე მეტი ადამიანი დაიჭირეს, 4 ადამიანი გარდაიცვალა, ორი მიცვალებული მაღაზიის თავზე შემოდეს, გეგონება, მათ არ მოუკლავთ. ამის გამო პასუხისგებაში მიეცა სხვადასხვა თანამდებობის პირი, მიხეილ სააკაშვილი და სხვები, ვანო მერაბიშვილმა მსჯავრიც მოიხადა. ამიტომ ამნისტია ვერც ერთ ამ ორ თარიღზე ვერ გავრცელდება, რადგან თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისგან“, - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.

მანვე გაიხსენა 20 ივნისის დეტალები, როცა ყველაფერი დაიწყო ნიკა მელიას მონაწილეობით და პირველი, 20 ივნისის ამნისტია თუკი ვინმეს არ უნდა შეეხოს და ვინმეს არ ეკუთვნის, ეს არის სწორედ ნიკა მელია.

„მელიას მოწოდების შემდეგ დაიწყო ეს პროცესი, მისი მოწოდების შემდეგ დაზიანდნენ ადამიანები, დაკარგეს თვალი, დაზარალდნენ პოლიციელები, დაზიანდა სახელმწიფო ქონება, უამრავი დაზარალებულია. სულ სხვა იყო პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა გავრილოვის თემას, შუადღეს გავრილოვი უკვე გავაძევეთ საქართველოდან, ამ დროს რისთვის სჭირდებოდათ პარლამენტზე შტურმი? თუ არა იმისთვის, რომ ასეთნაირად განვითარებულიყო მოვლენები და „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით ვიღაცას წამოსაძახებელი ჰქონოდა, 7 ნოემბერი და 26 მაისი თუ მოხდა ქვეყანაში, აგერ, 20 ივნისიც ხომ მოხდაო?!“

ლადო ბოჟაძის თქმით, მოგვიანებით მომხდარის შესახებ უკვე აღიარა ირაკლი ოქრუაშვილმა და სხვებმაც, შეცდომა დავაშვებინეთ, ვაიძულეთ, სისხლი დაეღვარათ, მიტინგი დაერბიათო, ეს იყო პოლიტიკური პროცესის ნაწილი ისევე, როგორც მერე აღიარეს, რომ მელიას დაპატიმრება, გირაოს არგადახდაც და ციხეში წასვლაც იყო პოლიტიკური სცენარი და არა ის, რომ მისი დაჭერა უნდოდა „ქართულ ოცნებას“. ეს რომ სდომოდა ხელისუფლებას, მაშინ ნიკა მელიას არც გირაოს შეუფარდებდა, არც სამაჯურს გაუკეთებდა. ამიტომ, ლადო ბოჟაძის დასკვნით, ეს სრულიად განსხვავებული თარიღებია, განსხვავებული მოცემულობით და, რაც მთავარია, განსხვავებული მსხვერპლით.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ყველა თარიღთან მიმართებით სამართლიანობა უნდა არსებობდეს და ამნისტია უნდა გამოცხადდეს გინდ 7 ნოემბრის, გინდ 26 მაისის, გინდ 20 ივნისის მოვლენებზე.

„20 ივნისს უზურპაცია, ალბათ, უფრო მოხდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რადგან მომიტინგეები აპროტესტებდნენ გავრილოვის ჩამოსვლას. მართალია, 7 ნოემბერს წინა ხელისუფლებამ გადაამეტა უფლებამოსილებას, მაგრამ, მეორე მხრივ, იქ ნამდვილად იყო მოწოდება ხელისუფლების დასრულებისკენ. თუკი წინა ხელისუფლებამ არ აღძრა საქმე ადამიანებზე, რომლებიც მოუწოდებდნენ ხელისუფლების დამთავრებას, მაშინ 7 ნოემბრის და 26 მაისის საქმეებზეც უნდა გამოცხადდეს ამნისტია. მით უმეტეს, 26 მაისს ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული ჩაიდინა მომიტინგეებთან დაახლოებულმა პირმა, ანუ ბურჯანაძის მანქანამ გაიტანა პოლიციელი, რომელიც დაიღუპა, დამნაშავე კი გამოუშვეს“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

მისივე აზრით, ამნისტია ან ყველაზე უნდა გავრცელდეს, ან არავისზე. ნიკა ჩიტაძე იხსენებს, რომ 26 მაისსაც იყო ხელისუფლების დასრულების მცდელობა, ნინო ბურჯანაძე მოუწოდებდა ხალხს და გრუ-ს სპეცდანიშნულების რაზმის შემოყვანაც უნდოდათ, ამდენად, ანალიტიკოსს აინტერესებს, რატომ არის დღეს ბურჯანაძე ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი?

 

 

trampi ეიიიიიიიიიიიიიიიიიი..................................... (მახარაშვილი რომ ნემენცს ეძახის ისე ) ...................................ე.წ. ექსპერტო............
ვინც შენ ექსპერტი დაგარქვა, იმას მოუტყან კეთილები ..... შენა ხარ გაქანებული ნაცი...... შენ მარტო გაქანებული ნაცი კი არა, დაჟე გამოქანებიული და მიშაზე დამხტარი ნაცი ხარ.......არ გაიშვას შენი ექსპერტობა! შედარებით, შედარებით ,,ობიექტური,, კაცი შარაშენიძეა დანარჩენები ან იქით არიან, ან აქეთ.
..ერთი ხუხაშვილია კიდევ ექსპერტი.... ბიძომ რო მოისროლა, იმის მერე რო გამწარებული ,,ექსპერტობს,,
ან ლაგაზიძე??.....არადა აქაურები ადრე მაგ ლაგაზიძეს, რამდენს ვბალეშიკობდით.....(.ბოლოს .ლოგოსს დაეტაკა... ცოტა მეც მომხვდა)
ან მედროვე გოგოლაშვილი?....ვითომ ლიბერალი......


სითავხედე და ეგეთიიიი???............................................... 7 ნოემბერიო .................. 26 მაისიო ....ან მაგათი შედარება როგორ შეიძლება??
დანარჩენი??
6 მაისი------ გიორგობაზე?? ------მიშამ ქალაქის სამმართველოსთან, დიღომში, ტყვიებით თვალები რომ დათხარა ხალხს??? ღობეზე გადამძვრალი გრეჩიხას ამბები (მაშინ თვალის გამოთხრას ბეწვზე ვარ გადარჩენილი)
ან 15 ივლისი ??? სამმართველოსთან ამ ასოებს მიშა რო დაერია და მერე ქუჩაში ლამის დიხლოფოსით რო დასდევდა ??(დუბინკებზე აღარააა საუბარი)---ამ ასოებს ის დააავიწყდააათ? თვითონ ეგენი არ დაქოთააა მაშინ მიშააამ ??(უფრო სწორად მაგათი მამა--პაპა) . თვითონ მაგათ არ დაუხეთქა მაშინ მიშამ თავებიიი ??გამოდის რომ მაშინ მიშასგან მაგათი თავების დახეთქვა ალალი ყოფილა!!!........ე.ი. ამ ჩათლახ ასოებს მოენატრააათ კიდევ თავების დახეთქვაა
ვირს ზურგი რო აჰქავდებაო ...... ისეა მაგათი საქმე........
26 მაისი?? ორხევში ახალ სამინისტროსთან დემონსტრატებს პარავოზით და დიდი ქვების სროლით რომ გამოგვეკიდნენ?(მაშინ იმ ქვების სროლაში კოჭი დამიზიანეს)
რამდენი ამინისტია უნდა ამათ იციიი შე ნაცო ,,ექსპერტოოოოო,,,

ამათ სიტყვა ექსპერტი დედის პჭჭჭის გინების ტოლფასი გახადეს
ვინ არის ექსპერტი და ვინ არა, აქაურები ძაან კარგად ვამჩნევთ........მოაშორეთ ეგ ვითომ ექსპერტები ამ საიტს..................მაგათი ნერვების მოშლა--ღა გვაკლიააა? ისედაც ირგვლივ სრული ქაოსია, (ბონდომ ჯონდო დაააორსულაო- ზუსტად ისეა) წერა- კთხვამაც კი ლამის აზრი დაჰკარგა, ძლივს კაცი აქ შემოიხედავს და ამ ჩათლახი ხალხის ექსპერტობა--ღა გვინდაა?


ისე ქოცებიდან ერთადერთი ადამიანი კობახიძეა ვინც ამ ნაცების ნაგლობას საკადრისად, ნაგლობითვე პასუხობს.
და საერთოდ-------------------- იციიით ამ ე.წ. დღევანდელ ქოცებს მაშინდელ ამბებზე, ჯიგარი რატო არ ეწვებათ და საკადრისად ვერ სცემენ პასუხხსსს??---ეგენი არცერთი არააა იმ ამბების მონაწილე....... ეგენი მაშინ ნაცებთან ერთად ყავას სვამდნენ. ამათგან არცერთმა არ იცის მაშინდელი დევნის შიში და სიმწარე......
ესენი მაშინ ნაცებთან ერთად ყავას სვამდნენ...... ესენი მაშინ ნაცებთან ერთად, ერთნი იყვნენ .......უბრალოდ 2012 ში პირველი- მეორეზე რომ გაითვალეს, მაშინ ეს დღევანდელი ქოცები ხელისუფლებაში მოყვნენ...............(ბოლშევიკ--მენშევიკებისა არ იყოს)
.ესაა და ეს თორემ, ამათ რომ ეს ხელისუფლება ზურგით ჰქონდეთ მოთრეული, ან ხალხის ჯავრი ჰქონდეთ, ეგრე არ მოიქცეოდნენ..
.დღევანდელ ქოცებიდან ერთადერთ კაცს კახიშვილს ვცემ პატივს, ძველია...(ისიც გარდერობშიკად დააყენეს............გადამალეს) დანარჩენები---- მეშოკები......
და საერთოდ............... ვინ ხალხი შეყარეს ხელისუფლებაში ან პარლამენტში? ან ის ძველი ხალხი ნაფრონტალი ხალხი სადააა----როგორ ყველა თახსირი გამოდგააა?? ან ბიძომ ესენი საიდან მოიყვანა?? როგორ ამათ მეტი ხალხი საქარტველოში დაილიაააა?? ინგლისურის ცოდნა ამათ დიდი რამე ჰგონიათ? . მარტო ინგლისურის ცოდნა რააა განათლებააა?? ინგლისურად მოლაპარაკე დებილები არ გინახიააათ?? რამდენიც გინდათ!!
მთელი ამერიკა--ინგლისი სუ ინგლისურად ლაპარაკობს, მაგრამ დებილებითააა გადატენილი.......................აი იქ არიან უტვინოები თუ არიან!
მარტო ინგლისურ კომპიუტერის ცოდნა განათლება რომ იყოს მთელი ინგლის ამერიკა ნობელიანტებით იქნებოდა გადატენილი.
მოკლედ შემოვედი, რაღაცას წავიკითხავ მეთქი და .................ეგრევე ამ წერილს შევეჩეხე..................ყველაფერი ერთიანად ამიფორიაქდა თავში----ის 9 წელიც და ამ დებილების 9 წელიც....
დრო კი გადის და გადის..................
2 წლის უკან
trampi ჩიტაძე კი არა ყვავია
2 წლის უკან
Katana . "ლადო ბოჟაძის თქმით, მოგვიანებით მომხდარის შესახებ უკვე აღიარა ირაკლი ოქრუაშვილმა და სხვებმაც, შეცდომა დავაშვებინეთ, ვაიძულეთ, სისხლი დაეღვარათ, მიტინგი დაერბიათო..."
!
ნაცნობი ხელწერაა: სულაძაღლებული ვლადისლავ არძინბაც აცხადებდა ომის წინ, - ვაიძულებთ ქართველებს, რომ გვესროლონო!..
გვაიძულეს. (დიდი ძალისხმევაც არ დასჭირვებიათ, რადგან ჩვენ გვყავდა "მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი", რომელსაც ადვილად "ატყუებდნენ").
აქაც ეგრე იყო...
მსგავს ნაძირლებს მსგავსი ხელწერა აქვთ.
2 წლის უკან
tngh "ნაც-ოპოზიციის" ამნისტიის პროექტი დემაგოგიის კლასიკური მაგალითია. ერთი კახური ანეგდოტი გამახსენდა... მიხო, რომ ბავშვებს აგინებს და ერტი, რომ ეტყვის, მე რათ მაგინებ დედას, მე ხომ შენი დისწული ვარო... არა ეხლა რიგში დაგაყენებთ და შენ კი, და შენ არა დაგიწყებთო.
2 წლის უკან