ემერი: „მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი იყო, მაგრამ ჩვენ ვაჯობეთ“

ემერი: „მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი იყო, მაგრამ ჩვენ ვაჯობეთ“

ევროპა ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამარჯვების შემსდეგ (პენალტებით 11:10, ძირითადი და დამატებითი დრო -1:1), „ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი, აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

„უბედნიერესი ადამიანი ვარ! ჩემი ფეხბურთელები ბევრს მუშაობდნენ სეზონის განმავლობაში კლუბის პრეზიდენტისთვის, დირექტორებისთვის და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებისთვის. ვამაყობთ „ვილიარეალით.“ ვფიქრობ, ეს გამარჯვება სავსებით დავიმსახურეთ.

მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო, მაგრამ ჩვენ ვაჯობეთ. კლუბს ადრეც უთამაშია ჩემპიონთა ლიგაში და მომავალ სეზონშიც დავტკბებით იქ ყოფნით.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.