ჯუღელი „რუბინის“ ხელმძღვანელობას შემოსწყრა. კვარაცხელია, დიდი ალბათობით, ზაფხულში დატოვებს კლუბს

ჯუღელი „რუბინის“ ხელმძღვანელობას შემოსწყრა. კვარაცხელია, დიდი ალბათობით, ზაფხულში დატოვებს კლუბს

„რუბინის“ ქართველი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს დატოვებს კლუბს - წერს championat.com.

ხვიჩას აგენტს, მამუკა ჯუღელს, „რუბინის“ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუხდა, ამიტომ კვარაცხელიას გუნდიდან წაყვანა ზაფხულშივე გადაწყვიტა. მით უმეტეს, რომ მასზე დიდი მოთხოვნილებაა - წერს პორტალი.

კონფლიქტი „რუბინი“ – „როტორის,“ 30-ე ტურის მატჩის შემდეგ (1:1) მომხდარა, რის შემდეგაც ვოლგოგრადულმა კლუბმა რუსულ პრემიერლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა.

მოგეხსენებათ, „როტორში“ სამი ქართველი: სოლომონ კვირკველია, გიორგი არაბიძე და ზურიკო დავითაშვილი ირიცხება. იმ მატჩში დავითაშვილი 85-ე წუთზე შეცვალა კვირკველიამ.