ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ „რეალის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„მადრიდის „რეალი“ აცხადებს, რომ ზინედინ ზიდანმა გადაწყვეტილება მიიღო, დაასრულოს მიმდინარე ეტაპი ჩვენს კლუბში. დროა, პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას და დავაფასოთ მისი პროფესიონალიზმი და ერთგულება. ზიდანი მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი უდიდესი მითია. მან იცის, რომ ის მადრიდის „რეალის“ გულშია და რომ მადრიდის „რეალი“ არის და ყოველთვის იქნება მისი სახლი“, - ნათქვამია განცხადებაში.