„ნაცმოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი დაყოვნებული დღე ძალიან ძვირად დაუჯდება“

„ნაცმოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი დაყოვნებული დღე ძალიან ძვირად დაუჯდება“

„პირველი შტრეიკბრეხერები როგორც კი გამოჩნდნენ, ოპოზიციონერთა ბოიკოტმა აზრი დაკარგა და ჭირვეული ბავშვის სიჯიუტეს დაემსგავსა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ქართული დემოკრატიისათვის უკეთესი იქნება, თუკი ნაციონალები პარლამენტში არ შევლენ. თავად „ნაცმოძრაობაში“ კი პარლამენტში შესვლის მსურველთა რიცხვი თანდათან მატულობს. რა იქნება ქართული დემოკრატიისთვის უკეთესი, ნაცების და ევრონაცების ნაადრევად პენსიაში გასვლა, როგორც ამას მმართველი გუნდი წინასწარმეტყველებს, თუ პარლამენტში მათი შესვლა?

- იდეალში რომ ვთქვათ, დემოკრატიისთვის უკეთესი იქნებოდა, მართლაც გამოჩენილიყო ახალი პოლიტიკური კლასი თუ არა, ახალი პოლიტიკური ფენა მაინც. რაც შეეხება ნაციონალებს, მიექანებიან თუ არა ისინი დასასრულისკენ, მე არ ვიცი, ვინაიდან მელიამ ციხეში შესვლის წინ ახალგაზრდების ერთი ჯგუფი წარადგინა, საშუალოდ 25-დან 35 წლამდე, ეს პოლიტიკისთვის ახალგაზრდა თაობაა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის უკვე თანდათანობით მიდის დასასრულისკენ, „ოცნებიდან“ წავიდნენ 2012 წელს გამარჯვებით მოსული ხალხი, პირველი გამარჯვებულები, ისინი ან „ოცნებიდან“ გავიდნენ, ან შტრეიკბრეხერები არიან. პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ჩვენ თუ გვინდა არაერთპარტიული პარლამენტი, მაშინ ალტერნატივა რა არის, ნაცების არშესვლის გარდა? მაშინ უნდა იყოს მრავალპარტიულობა, ასეთებად უნდა ჩავთვალოთ ყოფილი „პატრიოტები“, ინჯია და მისი გუნდი, თუმც გაუგებარია, ინჯია რა კომისიაშია? ეს კომისია იკვლევს, არჩევნები რამდენი პროცენტით გაყალბდა. იქამდეც მივიდნენ, მოდით, ეს ხმები ისევ მათ დაითვალონ, ვინც უკვე დაითვალაო, ანუ ვის მიმართაც ნდობა არ არის და, ვინც გამყალბებლად მიიჩნევა. ეს ნიშნავს, გამყალბებლებმა კიდევ ერთხელ გააყალბონ პარლამენტისთვის ეს მონაცემები. ამდენად, „ნაცმოძრაობის“ შესვლა პარლამენტში ქართული სამომავლო დემოკრატიისთვის აუცილებელია, ჩვენ უნდა გავიაროთ პოლიტიკური ცხოვრების ეს ფაზა, რასაც დემოკრატიას უწოდებენ, სინამდვილეში, ეს არის დემოკრატია დემოკრატების გარეშე.

სხვათა შორის, „ნაცმოძრაობის“ ერთ- ერთ ლიდერ რომან გოცირიძესთან მიმართებით დიდი ნოსტალგიაა „ქართულ ოცნებაში“, მას, როგორც ინტელექტუალს, აფასებენ. თუკი ნაციონალების უმეტესი ნაწილი საბოლოოდ მაინც უნდა შევიდეს პარლამენტში, მაშინ რა აზრი ჰქონდა ამდენი ხნის ბოიკოტს?

- აქ ჩვენ რელიგიურ დოგმებზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, პოლიტიკა იმით განსხვავდება რელიგიური დოგმებისგან, რომ ქრისტიანი, რომელიც ათეული საუკუნეები ქადაგებს ქრისტეს, თუკი უცებ გახდება მუსულმანი, მას შეგვიძლია ვუთხრათ, შენ თუ გამუსულმანებას აპირებდი, მთელი საუკუნეები რატომ ქრისტიანობდი?! ყველაზე დიდ პოლიტიკოსებს კი რამდენჯერ აქვთ პარტია შეცვლილი? ჩერჩილიდან დაწყებული, რეიგანით დამთავრებული, ყველას აქვს პარტია შეცვლილი. ამიტომ პარტია თუ ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ლავირებს კიდეც, დროსა და მომენტს ეგუება. ამიტომ დოგმატიზმი, რომ გარშემო ყველაფერი იცვლება, მაგრამ „მე იგივე ვარ მარად და მარად“, ეს მხოლოდ ლექსებსა და რელიგიაშია. ოპოზიციურ ბოიკოტს აზრი თავიდან ჰქონდა, მაგრამ, როგორც კი პირველი შტრეიკბრეხერები გამოჩნდნენ და პირველი ჯგუფი პარლამენტში შევიდა, ბოიკოტმა უკვე აზრი დაკარგა და ოპოზიციონერთა ბოიკოტი დაემსგავსა ჭირვეული ბავშვის სიჯიუტეს. სიჯიუტესა და პრინციპულობას შორის კი დიდი განსხვავებაა, განსაკუთრებით, პოლიტიკაში. ბოიკოტის მიზანი იყო, ერთპარტიული პარლამენტი დაეტოვებინათ „ქართული ოცნებისთვის“, რაც „ოცნებისთვის“ მომაკვდინებელი იქნებოდა. საკმარისი იქნებოდა, მაქსიმუმ ორი თვე არავინ შესულიყო პარლამენტში, მმართველი გუნდი მძიმე დღეში აღმოჩნდებოდა და თვითონ დაიწყებდა ხვეწნას ვადამდელ არჩევნებზე, მაგრამ, როგორც კი პირველი ჯგუფი შევიდა პარლამენტში, შვებით ამოისუნთქეს კობახიძემ, თალაკვაძემ და თქვეს, მორჩა, ჩვენ აღარ ვართ ერთპარტიული, ვითარება კარდინალურად შეიცვალა. მმართველ გუნდს უკვე შეეძლო ევროპელებისთვის ეთქვა, რომ აი, „ევროპელი სოციალისტები“ გამოჩნდნენ, თუმცა რეალურად, „ევროპელი სოციალისტები“ არც ევროპელები არიან და არც სოციალისტები.

დასავლელი მედიატორბი ქუჩაში დარჩენილი ჩვენი ოპოზიციისგან ერთადერთ რამეს ითხოვდნენ - პარლამენტში შესვლას. როგორც ჩანს, ოპოზიციაში თანდათან ხვდებიან, რომ ერთპარტიული ბოიკოტი აზრს დაკარგავს?

- რასაკვირველია, ევროპელები ამას ითხოვდნენ ოპოზიციისგან. ამიტომაც სულ რამდენიმე ხანში აზრი დაკარგა ბოიკოტმა და ოპოზიციას უნდა ეთქვა, შევიდეთ პარლამენტში, რადგან ახლა ჩვენი არშესვლა აწყობს „ქართულ ოცნებას“. „ნაცმოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი დაყოვნებული დღე ძალიან ძვირად დაუჯდება მელიას და მის პარტიას. მე არ ვიცი, რამდენად აუცილებელი იყო სააკაშვილთან კონსულტაციები, მაგრამ სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, ყნოსვა არ ღალატობს, ამიტომ სწორი იყო, როცა ნაცებს უთხრა, შედით პარლამენტში. თუმცა აქაც პრობლემაა, პარლამენტში კი შევლენ, მაგრამ შევა ის, ვისაც მანდატი აქვს, უმრავლესობას კი პარტიის მანდატი არ აქვს, ამიტომ აქ უკვე პიროვნული ურთიერთობის საკითხი დადგა. ნაციონალებს ურჩევნიათ, ყველა პარლამენტს გარეთ იყოს ერთნაირად, ეს უკვე დელიკატური მომენტია შიგნით პარტიაში. თუმცა პარლამენტში თუნდაც იმიტომ უნდა შევიდნენ, რომ ადრე თუ გვიან, როცა კოალიციური მთავრობის დრო დადგება, ვერც ერთი მთავრობა საქართველოში ვერ იარსებებს, ვერ იფუნქციონირებს, თუ იქ წარმოდგენილი არ იქნება „ნაცმოძრაობა“, იგივე რომან გოცირიძე და სხვები, ინტელექტუალები. რომან გოცირიძე ნახევარ პარლამენტს უდრის, თავისი პროფესიონალიზმით. რომანი ჩემი მეგობარია, მაგრამ მეგობრობა არ მალაპარაკებს, არამედ მისი ინტელექტუალიზმი, გამოცდილება.

 

 

trampi მარინა კალიურანდი - არ არსებობს კონსენსუსი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე - მნიშვნელოვანია გააზრება და ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ „კის“ 2024 წელს

მეტი რაღა უნდა გვითხრან მაინც და მაინც დედის პრჭჭჭ უნდა დაგვახუროონ ???
ჩვენ მათ მხოლოდ და მხოლოდ რუსის ტრაკში ეკლად ვჭირდებით, რომ ვუჩხიკინოთ.......(ამაში გვიხდიან და გვაგდებენ ვალებში). ............... თორემ მაგათ ისე აქვთ ჩვენი ჯავრი როგორც ჩვენ მოზამბიკისა .......
2 წლის უკან