მასიმილიანო ალეგრი იტალიური კლუბების შეთავაზებებს ჯერჯერობით არ იღებს, რადგან „რეალისგან“ სატელეფონო ზარს ელოდება. მადრიდული ვარიანტი მისთვის პრიორიტეტულია - წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
„სამეფო კლუბის“ დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმა, მოსაფიქრებლად ერთი კვირა ითხოვა. თუ ფრანგი სპეციალისტი წავა, მის ადგილს, სავარაუდოდ ალეგრი დაიკავებს.
ალეგრის ბოლო სამუშაო ადგილი ტურინის „იუვენტუსი“ გახლდათ, რომელსაც ის 2014-19 წლებში წვრთნიდა და ზედიზედ ხუთჯერ მოაგებინა სკუდეტო.