საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ყოფილი პრეზიდენტი, მაქს მოსლი 81 წლისა გარდაიცვალა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრინტანულ მაუწყებელს მოსლის გარდაცვალება „ფორმულა 1-ის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ბიზნესმენმა ბერნი ექლსტოუნმა დაუდასტურა.
„ეს ძმის დაკარგვის ტოლფასია. მან არა მხოლოდ მოტოსპორტისთვის გააკეთა ძალიან ბევრი კარგი რამ, არამედ - საავტომობილო ინდუსტრიისთვისაც. მას კარგად ეხერხებოდა ადამიანების დარწმუნება ისეთი ავტომობილების აგებაში, რომელიც უსაფრთხო იქნებოდა“, - ამბობს ექლსტოუნი.
მოსლი ფედერაციას, რომელიც „ფორმულა 1-ისა“ და მსოფლიოში მოტორსპორტის სხვა საერთაშორისო სახეობათა მმართველი ორგანოა, 1993-დან 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა.
მაქს მოსლი 1940 წლის 13 აპრილს, ლონდონში დაიბადა და ბრიტანული ფაშისტური კავშირის (BUF) ლიდერის, ოსვალდ ერნალდ მოსლის შვილი იყო. გარდა FIA-ს პრეზიდენტობისა, ის იყო ადვოკატი და ავტომრბოლელიც.
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია, მსოფლიოს 140 ქვეყნიდან, 235 ორგანიზაციას აერთიანებს. 2010 წლის 5 ნოემბერს FIA-ს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციაც შეუერთდა.