„ბრონდბიუ“ დანიის ჩემპიონი 16-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა. უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში ეს გუნდმა „ნორდსიელანდი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში „მიდტიულანდს“ ერთი ქულით გაუსწრო.
უკანასკნელად დანიის ჩემპიონატის ოქროს მედლები „ბრონდბიუმ“ 2005 წელს მოიპოვა, მას შემდეგ კი ამ ქვეყნის ჩემპიონატის ოქროს მედლები 9-ჯერ „კოპენჰაგენმა“, 3-ჯერ „მიდტიულანდმა“, 2-ჯერ „ოლბორგმა“ და ერთხელ „ნორდიელანდმა“ მოიპოვა.