ტურინის „იუვენტუსის“ საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში პორტუგალიელმა ხუან კუადრადოს დიდი უპირატესობით აჯობა, რომელიც საუკეთესოდ ფანებმა მაისის თვეში აღიარეს.
რონალდუს ანგარიშზე სერია A-ს გასულ სეზონში 33 შეხვედრაში 29 გოლია, რითაც ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. „იუვენტუსმა“ კი გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, რაც გარკვეულწილად „ნაპოლის“ დამსახურებაცაა, რომელმაც ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე „ვერონა“ ვერ დაამარცხა.