მსოფლიოს ჩემპიონატი შესაძლოა ორ წელიწადში ერთხელ გაიმართოს

მსოფლიოს ჩემპიონატი შესაძლოა ორ წელიწადში ერთხელ გაიმართოს

საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ (SAFF) ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ შესთავაზა და ფიფამ ეს წინადადება განსახილველად დაამტკიცა. ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კი წინადადებას ჭკვიანური და საფუძვლიანი უწოდა.

ფიფა შეისწავლის ამის შესაძლებლობას. საუდის არაბეთის წინადადებას მხარი დაუჭირა 166 ეროვნულმა ფედერაციამ, 21-მა ფედერაციამ თავი შეიკავა და თავიანთი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

"ვფიქრობთ, რომ ფეხბურთის მომავალი კრიტიკულ ეტაპზე დგას. ბევრ გამოწვევას, რომელიც ახლა ფეხბურთს აქვს, პანდემია ემატება", - თქვა SAFF-ს პრეზიდენტმა იასერ ალ მიზელამ.

თუ ცვლილება დამტკიცდა, ის შეეხება როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატებს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი დაარსებიდან დღემდე 4-წლიანი ინტერვალით იმართება.