NBA-ს პლეი-ოფი გოგა ბითაძის გარეშე გაგრძელდება. ქართველი კალათბურთელის „ინდიანა პეისერსმა“ პლეი-ინის გადამწყვეტ შეხვედრაში „ვაშინგტონ ვიზარდს“ ვერ აჯობა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ინდიანაპოლისელებმა სამი პერიოდი მიყოლებით წააგეს, ხოლო ბოლო მეოთხედი მოიგეს, მაგრამ თამაშის გადასარჩენად ეს საკმარისი არ გამოდგა და საბოლოოდ 27-ქულიანი სხვაობით 142:115 დამარცხდნენ.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე არასრული 17 წუთი გაატარა რა დროშიც ქულის ჩაგდება ვერ შეძლო, მას მხოლოდ 2 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება ჰქონდა.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ბრედლი ბილი გამოდგა, რომელმაც საკუთარ გუნდს 25 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი შესძინა. ინდიანადან კი ყველაზე მეტი ქულა მალკომ ბროგდონმა ჩააგდო - 28 წლის ამერიკელმა 24 ქულასთან ერთად 2 მოხსნა და 4 პასი შეასრულა, ხოლო სამმაგი დუბლით დომანტას საბონისი გამოირჩა, რომელმაც 19 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი გაახერხა.
ამრიგად, „ინდიანა პეისერსი“ პლეი-ოფს მიღმა დარჩა, მისი მეტოქე „ვაშინგტონ ვიზარდსი“ კი „ფილადელფიას“ დაუპირისპირდება.