საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას ევროპის ჩემპიონატისთვის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას ფიქრობს - წერს L'Equipe.
შეგახსენებთ, რომ ბენზემა მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს, „ოლიმპიაკოსის“ ფეხბურთელის, მატიე ვალბუენას შანტაჟის ბრალდებით. საქმე ეხება ინტიმური შინაარსის ვიდეოს გავრცელებას.
ამ ინციდენტის გამო ბენზემა და ვალბუენა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. ბენზემა მას შემდეგ არცერთხელ გამოუძახიათ „სამფეროვანთა“ შემადგენლობაში.