დმანისში შეტაკებებია! ადგილობრივების ჯგუფი გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილეების სახლების დასანგრევად მიდიან

დმანისში შეტაკებებია! ადგილობრივების ჯგუფი გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილეების სახლების დასანგრევად მიდიან

დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე მორიგი დაპირისპირებაა. ქუჩაზე ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობაა შეკრებილი, რომლებიც, მათი თქმით, გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილე პირების სახლების დასანგრევად მიდიან. მსვლელობის მონაწილეები ხელკეტებითა და ჯოხებით არიან შეიარაღებულები.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. პოლიციასა და მსვლელობის მონაწილეთა შორის რამდენიმე შეტაკებაც მოხდა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი. ინციდენტის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია.