საქართველო პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონ ევროს მიიღებს

საქართველო პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონ ევროს მიიღებს

დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა შეღავათიანი პირობებით მიიღებს 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის იქნება ძალიან კარგი, ეფექტიანი საშუალება. ამას, რა თქმა უნდა ეროვნული ბანკი განახორციელებს. ასევე მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის შეთანხმებას ფინანსთა სამინისტროს, უშუალოდ მინისტრის ჩართულობით მივაღწიეთ, წარმატებული მოლაპარაკების შედეგად. მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო 11 მაისს. ასევე ეკონომიკის მინისტრი, ქალბატონი ნათია აქტიურად იყო ჩართული. მოგეხსენებათ, ჩვენ ამ პროცესში ჩვენი დონორებისგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება პანდემიით დაზარალებული საწარმოებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, უშუალოდ რეგიონულ დირექტორს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პროექტის ზედამხედველობას ეკონომიკის სამინისტროს სიპ-ი „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს