ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომენდანტის საათთან დაკავშირებით დღეს საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომენდანტის საათთან დაკავშირებით დღეს საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ

ბევრი გვესმის, ჩივილი იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი შემაწუხებელია. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის სხდომის შემდეგ ამ მიზნით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. სამინისტრო, სისტემა ეფექტურად მართავს სიტუაციას, თუმცა სიტუაციას კიდევ ერთხელ გადავხედავთ. ზაფხულის დადგომასთან ერთად ქვეყანაში ტურისტების ნაკადიც იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას საქართველოში. ბევრი გვესმის, ჩივილი იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი შემაწუხებელია. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმის და მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.