არქიმანდრიტი ანთიმოზი: თეთრი „ტაბურეტკით“ გავდივარ რუსთაველზე, სრულიად მარტო

არქიმანდრიტი ანთიმოზი: თეთრი „ტაბურეტკით“ გავდივარ რუსთაველზე, სრულიად მარტო

არქიმანტრიტი ანთიმოზი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოცალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს შემდეგი აღწერით:

„17 მაისი – ხვალ თეთრი (მშვიდობის ფერი) „ტაბურეტკით“ გავდივარ რუსთაველზე, სრულიად მარტო“.

ცნობისთვის, რამდენიმე წლის წინ, 17 მაისის დარბევის დროს გამოჩდა ე.წ ტაბურეტკიანი მამაო, როგორც ამბობდნენ, ეს მამა ანთიმოზი იყო. თუმცა, ბრალდება მოძღვარმა უარყო.

„მეც ადამიანი ვარ, მეც ვბრაზდები და შეიძლება შევიგინო… მაგრამ, ტელევიზიებში იგინებიან, კინოებში იგინებიან, ინტერნეტ-სივრცეში იგინებიან და მოდაში შემოვიდა შეგინება. მე ერთ სასულიერო პირს, მე ნახალოვკაში გაზრდილი ბიჭი ვარ და მარსიდან არ მოვფრენილვარ. მეც ადამიანი ვარ, საზოგადოებიდან გამოვედი და მეც ერთი-ორჯერ ხანდახან რომ გავბრაზდები შეიძლება წამომცდეს გინება. ეს არ ნიშნავს, რომ მე ხშირად ვიგინები. უბრალოდ მე ძალიან გამაღიზიანა რაც მოხდა მანამდე, შეურაცხყოფა მომაყენეს – ტაბურეტკიანი მამაო, კაგებეშნიკი, ასეთი ისეთი…

ტაბურეტკა მე არ მჭერია, მე რატომ მაბრალებენ… მე არ მოვუწოდებდი იქ, დავრბივარ იქ გამწარებული რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც თავიანთი პოლიტიკური მიზნებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაატარა. ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა უნდოდათ ეკლესიის წინააღმდეგ და ახალ შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ… მსხვერპლი მოყოლილიყო ერთი ორი და მომხდარიყო რევოლუცია, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის პროვოკაცია“, – განაცხადა მამაომ.